Wednesday, January 23, 2013

Mercedes – Benz CLK GTR


Mercedes-Benz – სრულყოფილი სპორტმეისტერი, Le Mans – ისა და FIA GT –ის სერიების არაერთგზის გამარჯვებული, შედეგი – უამრავი ჯილდო, საუკეთესო ბრენდის სახელი და ერთ–ერთი პირველი სუპერქარი Mercedes-Benz CLK GTR AMG.

მოდით მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ და ავღნიშნოთ, რომ Mercedes-Benz CLK – არის С და Е კლასებს შორის მდგომი კლასის ავტომობილი, იგი შექმნილია С კლასის ბაზაზე. CLK–ის პირველი კუპე პირველად წარმოდგენილი იქნა 1997 წელს დეტროიტის ავტოსალონში. ხოლო 1998 წელს კი კუპის დახურულ ვერსიას მოჰყვა კაბრიოლეტიც, ხოლო 1999 წლის ზაფხულში კი საბაზისო კუზაოს ჩაუტარდა რესტაილინგი, და CLK–ის სერიამ უფრო მიმზიდველი დიზაინერული სახე მიიღო.


იმავდროულად მერსედესი ამზადებდა ნამდვილ ე.წ. ‘’სუპერქარს’’ – 1997 წელს მოხდა Mercedes-Benz CLK GTR–ის ბოლიდის პრეზენტაცია, რომლითაც მერსედესმა გახსნა კიდეც FIA-GT–ის სეზონი გერმანულ ‘’ჰოკენხაიმის’’ ტრასაზე. მოდელი CLK GTR –ი მერსედესისა და AMG –ის ნაყოფიერი შრომის შედეგი იყო, თუმცა იმისათვის, რომ მერსედესის გუნდს მისცემოდა FIA GT–ში მონაწილეობის უფლება, მათ აუცილებლად უნდა წარმოედგინათ CLK GTR–ის ე.წ. სამოქალაქო ვარიანტიც, ეს ყოველივე მერსედესმა მალე რეალობად აქცია და CLK GTR–ის საგზაო ვარიანტიც შექმნა, თუმცა ტირაჟი ძალიან შეზღუდული იყო, სულ : 25 ეგზემპლარი.

Mercedes-Benz CLK GTR AMG , GTR–ის სერიის წარმომადგენელი, უნიკალური საგზაო ბოლიდია, რომელიც ძალიან ცოტა რამით თუ წააგავს სერიულ CLK–ს. ძარა დამზადებულია ბოჭკოვანი მინის მასალისაგან, დამზადების დროს თითოეული დეტალი მუშავდებოდა აეროდინამიურ მილში მრავალი ტესტის გავლის საფუძველზე. CLK GTR AMG – ის ძარა მთლიანად იწონის 1630 კილოგრამს. კოკპიტი დამზადებულია კარბონის კომპოზიტური მასალისაგან, ძრავი და მექანიკური ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი განლაგებულია ავტომობილის უკანა ნაწილში, მძღოლის უკან. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ფორსირებული 6.9 ლიტრის მოცულობის V12–ი ტიპის ძრავით, რომელსაც ჩვენ ვხვდებით S600 და SL600–ში. ძრავი ითვლება ე.წ. ‘’მზიდ ელემენტად’’ და იგი მჭიდროდ არის დამაგრებული ძარის პლასტიკურ ბაზასთან და გადაბმასთან, რომელიც მას გამოყოფს სალონისაგან. აღნიშნული ძრავის მეშვეობით CLK GTR AMG 100 კმ/საათამდე აჩქარებას ანდომებს 3.8 წამს, ხოლო 200 კმ/საათს კი იგი ავითარებს 9.9 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ლიმიტირებულია 320 კმ/საათზე. ამ მოდელში დარჩენილია სერიული CLK –ის ძარა, (ე.წ. ‘’შასი’’), თუმცა მცირეოდენი მოდიფიკაციებით.– ავტომობილის წინა მხარე კიდევ უფრო დაბალპროფილიანია, ხოლო წინა ბამპერი კი აღჭურვილია საჰაერო ჭრილებით. უნდა აღინიშნოს, რომ CLK GTR AMG–შეტანილია ‘’გინესების’’ რეკორდის წიგნში, როგორც ყველაზე ძვირი საგზაო სერიული ავტომობილი. ავტომობილზე დამონტაჟებულია ე.წ. ‘’LAMBODOORS’’, სალონში კი ნებისმიერი დეტალი, შესაფერისია თავბრუდამხვევი სიჩქარისა, და სისწრაფის მოთხოვნათა სტანდარტის მიხედვით არის შემუშავებული, სწორედ ამიტომაც ავტომობილის სალონი საკმაოდ პატარაა და მასში ჩაჯდომა/გადმოსვლა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რამეთუ მერსედესი ყოველ CLK GTR AMG–ას ამზადებდა ინდივიდუალური შეკვეთის საფუძველზე, და საჭის მექანიზმის, სავარძლების და სალონის ნებისმიერი დეტალის ზომას თავად შემკვეთი განსაზღვრავდა. საშუალოდ CLK GTR AMG–ღირებულება დღესაც კი 1,7 მილიონი დოლარია.

CLK GTR AMG – ამკვიდრებს ‘’სპორტქარის’’ თავისებურ სტანდარტებს. სპიდომეტრი მაქსსიმალური სიჩქარის აღმნიშვნელი ‘’320’’–ით, დომინირებს მანქანის ტორპედოს შიდა დიზაინში. თუმცა ზეთის წნევისა და ტემპერატურის მაჩვენებელ სენსორებს ჩვენ აქ ვერ ვხვდებით. Mercedes-Benz CLK GTR–ის კონსტრუქტორებმა უარი თქვეს ტრადიციულ ხელის სიჩქარეთა გადამრთველზე და მანქანა აღჭურვეს სიჩქარის გადამრთველებით საჭეზე, სწორედ ისე, როგორც ფორმულა 1 –ის ბოლიდებს აქვთ. სიჩქარეთა კოლოფი სეკვენსალური, ექვსსიჩქარიანია, თუმცა ავტომობილის საგზაო ვარიანტზე დამონტაჟებულია მისი მოდიფიცირებული ვარიანტი რომელიც უფრო მიესადაგება დინამიურ სვლას, და ამ მონსტრს უფრო ლბომიერ სახეს აძლევს. რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, CLK GTR–ზე დამონტაჟებულია ორმაგი სამუხუჭე სისტემა ოთხი ან ექვსდგუშიანი სამუხრუჭე სუპორტებით. ასევე ვხვდებით საამუხრუჭე სისტემის ჰიდროგამაძლიერებელს. ყველა თვალზე დამონტაჟებულია სამუხუჭე სისტემა თვითგაგრილების და ანტიბლოკირების სისტემით.
 

No comments:

Post a Comment