Mercedes-Benz 190E, მისი დებიუტი 1982წელს მოხდა, ავტომობილი მთელს
მსოფლიოში უდიდესი ტირაჟით გაიყიდა. შესანიშნავი დიზაინი, მიმზიდველი ფასი
და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები, ის პლიუსები იყო, რითაც ამ
ავტომობილმა ფართო აღფრთოვანება დაიმსახურა და მყიდველთა გულები დაიპყრო.
თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა მეომარი ხასიათი იმალება Mercedes-Benz 190E
დასახელების მიღმა. ამ ავტომობილებს სხვათაგან გამოყოფდა, თუმცა ერთი
შეხედვით არაფრისმთქმელი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ციფრი – 16.
ყველაფერი დაიწყო შორეულ 70 – იან წლებში. მაშინ როდესაც მერსედესის გუნდი
რეგულარულად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა რალიში. 190 მოდელის
გამოჩენიდან შტუტგარტში გადაწყვიტეს მერსედესის სარბოლო ტრადიციების
გაგრძელება, და გადაწყდა თანამშრომლობა იმ დროისთვის მსოფლიო ავტოსპორტის
ერთ–ერთ ბობოლა კომპანიასთან, Cosworth–თან. ინგლისელები დაეხმარნენ
გერმანელებს 2.3 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავის ნამდვილ მონსტრად
გადაქცევაში, საუკეთესო შემთხვევაში ამ ძრავიდან 320 ცხენის ძალის რესურსი
იქნა ამოღებული. Cosworth 2.3 16 ძრავი 1983 წელს იქნა პრეზენტირებული,
მისი მონაცემები ძალზედ შთამბეჭდავი იყო, და იმ დროინდელ ბევრ ე.წ.
‘’სპორტქარსაც’’ კი თავზარს სცემდა.
მერსედეს ბენცის განვითარების ისტორია
მერსედეს ბენცის განვითარების ისტორია
Wednesday, January 23, 2013
Mercedes – Benz CLK GTR
Mercedes-Benz – სრულყოფილი სპორტმეისტერი, Le Mans – ისა და FIA GT –ის სერიების არაერთგზის გამარჯვებული, შედეგი – უამრავი ჯილდო, საუკეთესო ბრენდის სახელი და ერთ–ერთი პირველი სუპერქარი Mercedes-Benz CLK GTR AMG.
მოდით მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ და ავღნიშნოთ, რომ Mercedes-Benz CLK – არის С და Е კლასებს შორის მდგომი კლასის ავტომობილი, იგი შექმნილია С კლასის ბაზაზე. CLK–ის პირველი კუპე პირველად წარმოდგენილი იქნა 1997 წელს დეტროიტის ავტოსალონში. ხოლო 1998 წელს კი კუპის დახურულ ვერსიას მოჰყვა კაბრიოლეტიც, ხოლო 1999 წლის ზაფხულში კი საბაზისო კუზაოს ჩაუტარდა რესტაილინგი, და CLK–ის სერიამ უფრო მიმზიდველი დიზაინერული სახე მიიღო.
Mercedes-Benz 300 SL Gullwing - ე.წ. ''თოლიის ფრთები''
Mercedes-Benz 300 SL Gullwing Coupe –აღნიშნული ავტომობილის ქარხნული
დასახელება Mercedes-Benz 300SL W198 – ია, თუმცა მისი სახასიათო
კარებების გამო მას Gullwing–შეარქვეს, რაც სიტყვა–სიტყვით, რომ
გადავთარგმნოთ ‘’თოლიის ფრთებს’’ ნიშნავს.
50–იან წლებში 300SL , გერმანელებისთვის გახდა არა მხოლოდ Mercedes-Benz–ის ახალი მოდელი, არამედ იყო ერთგვარი სიმბოლო ქვეყნის აღზევებისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაწილებად იყო დაშლილი.
50–იან წლებში 300SL , გერმანელებისთვის გახდა არა მხოლოდ Mercedes-Benz–ის ახალი მოდელი, არამედ იყო ერთგვარი სიმბოლო ქვეყნის აღზევებისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაწილებად იყო დაშლილი.
MERCEDES-BENZ E–class W124 – მერსედესის ლეგენდა!
სახელით, E–class –ი მერსედესის ავტომობილები გამოდიან 1993წლიდან, მაშინ
ეს აბრევიატურა პირველად იქნა გამოყენებული და ის ასახავდა ბიზნეს კლასის
ავტომობილს. დღეისათვის უმრავლესობა ადამიანისათვის E კლასი ესაა ოთხი
მრგვალი ფარისა და ‘’კაპოტზე’’ სამქიმიანი ვარსკვლავის მქონე ავტომობილი,
თუმცა ეს მე–2 თაობის E კლასებზე შეგვიძლია ვთქვათ, დაწყებული W210 – ის
ძარადან. თუმცა ისტორია ამ მოდელისა, რომელიც საკუთარ თავში ყოველთვის
გულისხმობდა, კომფორტს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას, ძალიან
მრავლისმომცველია. პირველი ავტომანქანა ამ სერიისა იყო მოდელი W170 რომელიც
1947 წელში შეიქმნა, შემდეგი მოდელი იყო W180 და W190 ცნობილები, როგორც
“Ponton Mercedes” ამ ავტომობილების გამოშვება 1953 წელს დაიწყო და 9 წლის
განმავლობაში 468 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წარმატებული სერია
შეიცვალა ნაკლებად წარმატებული W114/115–ით. 1968 წელში პირველად გამოჩნდა E
კლასების ვერსიები დაგრძელებული თვლების ბაზითა და კუპე მოდიფიკაციებით.
1976 წელს უკვე გამოდის W123, რომელიც პირველად ე კლასების ისტორიაში
წარმოდგენილი იყო, უნივერსალის სახითაც, და ბოლოს E კლასების პირველი
თაობის ღირსეულ დასასრულს დასაბამი დაუდო, მართლაც, რომ ლეგენდარულმა
W124–მა, რომლის პრეზენტაციაც 1984 წლის ნოემბერში შედგა. ასე და ამგვარად
მთელი 5 თაობა შეიცვალა ავტომობილებისა, სანამ 1995 წელს გამოჩნდა,
მერსედესის მაქნანათმშენებლობის სრულიად ახალი იმ დროინდელი დიზაინერული
ხაზის წარმომადგენელი W210.
BRABUS – ის ისტორია
BRABUS – ის ისტორია, ესაა ცნობილი ღირსშესანიშნაობათა ერთგვარი ჯაჭვი,
რომლის შედეგადაც ავტოსამყარომ მიიღო მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული
ე.წ. ‘’ტუნინგატელიე’’. BRABUS, ესაა გინესების რეკორდის წიგნში ყველაზე
უფრო ბევრჯერ ნახსენები ბრენდი, სისწრაფის, სიმძლავრის სიმბოლო და
მერსედეს–ბენცის საუკეთესო ტუნინგ–მასტერი.
კომპანიის შექმნის ისტორია საკმაოდ ბანალურია. იგი ათვლას იწყებს 1977 წელს, იმ მომენტიდან, როდესაც დასავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ბოტროპ–ში, გერმანელმა Bodo Buschman–მა და მისმა კომპანიონმა Klaus Brakman–მა დაარეგისტრირეს საწარმო, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ახდენდნენ მერსედესის ავტომობილების რეალიზაციას. თუმცა 1977 წლისათვის გერმანელებისათვის, მერსედესის ავტომობილის შეძენა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა და არავითარ შუამავლობას არ საჭიროებდა, ამიტომაც იყო, რომ კომპანიონების ბიზნესი არ ბრწყინავდა. იმისათვის, რომ გაეზარდა გაყიდვები Bodo Buschman–მა გადაწყვიტა ქარხნული ავტომობილების გაუმჯობესება, ამ იდეაში მას მხარი აუბა ერთ–ერთმა კომპანიონმა Klaus Brackmann–მა. ცნობისათვის ფირმა თავის სახელწოდებას იღებს დამაარსებლების სახელწოდებების პირველი სამ–სამი ასოდან BRA-BUS. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კი Bodo Buschman–მა სრულიად გამოისყიდა კომპანიონის წილიც და გახდა ფირმა BRABUS – ის ერთადერთი მმართველი.

მერსედეს-ბენცი
მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა.

Subscribe to:
Posts (Atom)