BRABUS – ის ისტორია, ესაა ცნობილი ღირსშესანიშნაობათა ერთგვარი ჯაჭვი,
რომლის შედეგადაც ავტოსამყარომ მიიღო მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული
ე.წ. ‘’ტუნინგატელიე’’. BRABUS, ესაა გინესების რეკორდის წიგნში ყველაზე
უფრო ბევრჯერ ნახსენები ბრენდი, სისწრაფის, სიმძლავრის სიმბოლო და
მერსედეს–ბენცის საუკეთესო ტუნინგ–მასტერი.
კომპანიის შექმნის ისტორია საკმაოდ ბანალურია. იგი ათვლას იწყებს 1977
წელს, იმ მომენტიდან, როდესაც დასავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ
ბოტროპ–ში, გერმანელმა Bodo Buschman–მა და მისმა კომპანიონმა Klaus
Brakman–მა დაარეგისტრირეს საწარმო, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში
საკმაოდ წარმატებით ახდენდნენ მერსედესის ავტომობილების რეალიზაციას. თუმცა
1977 წლისათვის გერმანელებისათვის, მერსედესის ავტომობილის შეძენა სრულიად
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა და არავითარ შუამავლობას არ საჭიროებდა,
ამიტომაც იყო, რომ კომპანიონების ბიზნესი არ ბრწყინავდა. იმისათვის, რომ
გაეზარდა გაყიდვები Bodo Buschman–მა გადაწყვიტა ქარხნული ავტომობილების
გაუმჯობესება, ამ იდეაში მას მხარი აუბა ერთ–ერთმა კომპანიონმა Klaus
Brackmann–მა. ცნობისათვის ფირმა თავის სახელწოდებას იღებს დამაარსებლების
სახელწოდებების პირველი სამ–სამი ასოდან BRA-BUS. განსაზღვრული დროის
გასვლის შემდეგ კი Bodo Buschman–მა სრულიად გამოისყიდა კომპანიონის წილიც
და გახდა ფირმა BRABUS – ის ერთადერთი მმართველი.
BRABUS, როგორც ნამდვილი გერმანული ბრენდი, თავის საქმიანობას უმაღლესი
პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. აქ ყველაფერი დეტალურად იგეგმებოდა და
იწერებოდა. ავტომობილის ინტერიერის შეცვლის წინ იხაზებოდა და დგებოდა
ესკიზები, რომლებსაც ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ამტკიცებდნენ და
აქცევდნენ მაკეტად, შემდეგ კი აწარმოებდნენ კონკრეტულ დეტალებს აქსესუარებს
და ა.შ. იმისათვის რომ განხორციელებულიყო ცვლილებები ავტომობილის სავალ
ნაწილში, საწარმოში იქმნებოდა დამატებითი ზამბარები, ამორტიზატორები.
თავიდან ძრავები უმნიშვნელოდ იცვლებოდა, კომპანია მხოლოდ ე.წ. ‘’
camshaft’’–ის შეცვლას ახორციელებდა. უფრო ხშირად სპეციალისტების მიერ
იქმნებოდა სრულიად ახალი ძრავი, უამრავი შეცვლილი პარამეტრით, მათ შორის
დგუშების (პორშნების) ზომები, ბარბაცები (შატუნები) და ა.შ. აღნიშნულ
სამუშაოთა განსახორციელებლად კომპანია BRABUS – ის მიერ მოწვეულნი იყვნენ
ყველაზე უფრო ნიჭიერი დიზაინერები და ინჟინრები, რომლებსაც თვითონ
კომპანიის მეპატრონე Bodo Buschman – ი არჩევდა.
პირველ საგრძნობ წარმატებას კომპანიამ BRABUS–მა 1985წელს მიაღწია, როდესაც
ფირმის ქარხნიდან გამოვიდა Mercedes - Benz W201, აღჭურვილი 5.0 ლიტრი
მოცულობის V ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 250 ცხენის ძალა იყო. თავისი
ტემპერამენტის გამო ამ ავტომობილს სახელად დაერქვა ‘’ოთხადგილიანი AC
Cobra’’.
1986 წელს კომპანია BRABUS პირველად იქნა შეტანილი გინესის რეკორდების
წიგნში. ამ წელს BRABUS–ის ინჟინრებმა Mercedes-Benz W124–ისათვის შექმნეს,
სპეციალური აეროდინამიური ე.წ. ‘’BodyKit’’ – ის კომპლექტი, რომლის
საშუალებითაც W124–ის ჰაერის წინაღობა 0.26 კოეფიციენტამდე შემცირდა.
1987 წელს Bodo Buschman–ის ინიციატივით გერმანიაში შეიქმნა არაკომერციული
საზოგადოება, ასოციაცია –VDAT(გერმანული ტუნინგ კომპანიების ასოციაცია).
აღნიშნული ასოციაციის უპირველესი მიზანი იყო დაეცვა საკუთარი ბიზნესი, ე.წ.
‘’აზიელი მეკობრეებისაგან’’, რომლებიც სულ უფრო ინტენსიურად ახდენდნენ
ორიგინალი მწარმოებლის პროდუქციაზე მიმსგავსებული კოპიების წარმოებას,
რომლებიც ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა ორიგინალს. Bodo
Buschman–მა, რომელიც ითვლებოდა ასოციაციის მმართველად, სახელმწიფოებს
შესთავაზა, რომ მათ განეხორციელებინათ, ცენტრალიზებული კონტროლი წარმოებული
პროდუქციის ხარისხზე, იმისათვის რომ არ დაეშვათ ბაზარზე უხარისხო
პროდუქციის არსებობა. დღეისათვის ასოციაცია VDAT–არის უმსხვილესი ჰოლდინგი,
რომელიც თავის თავში აერთიანებს 100–ამდე წვრილ ტუნინგ კომპანიას.
ნამდვილ აღიარებას კომპანია BRABUS–მა მიაღწია გასული საუკუნის 90 – იან
წლებში. ეს წლები ითვლება უნიკალური პროექტების შექმნის ხანად. 1994 წელს
კომპანიამ დაატუნინგა სტანდარტული V12 ტიპის მერსედესის ძრავი, რომლის
მოცულობაც 6ლიტრიდან 6870 ლიტრამდე გაიზარდა, ხოლო სიმძლავრემ კი 509
ცხენის ძალა შეადგინა 5750 ბრუნით წუთში. ასევე ამ წლებში კომპანიამ შექმნა
იმ დროისთვის გერმანიაში ყველაზე უფრო მძლავრი ძრავი 530 ცხენის ძალით, ეს
იყო სტანდარტული V12, რომლის მოცულობაც 6,9 ლიტრამდე იყო გაზრდილი. ახალი
ძრავები მონტაჟდებოდა W140 და W129 ავტომობილებზე.
1995 წელს აღნიშნული ძრავი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და BRABUS–მა იგი
Mercedes-Benz E190–ზე დაამონტაჟა, სწორედ ეს მოდელი გახდა იმ დროს
მსოფლიოში უსწრაფესი ოთხკარიანი სედანი, რომელმაც განავითარა 330 კმ/სთ, ეს
მაჩვენებელი ოქროს ასოებით ჩაიწერა გინესების რეკორდის წიგნში, კომპანია
BRABUS მიენიჭა სპეციალური დიპლომი, რომელიც დღესაც ამშვენებს ბრენდის
ავტოსალონს ქალაქ ბოტროპში. მოგვიანებით ბრაბუსმა უკვე რეკორდები დაამყარა
ე.წ. ‘’მრგვალფარა’’ მერსედესის უნივერსალით – E211 –ით, რომელმაც
განავითარა 350 კმ/სთ და ყველგანმავალი კლასის ავტომობილით (ჯიპით), Brabus
M V12, რომელიც შექმნილი იყო მერსედეს M კლასის ბაზაზე, იგი აღიარებულ
იქნა ყველაზე მძლავრ და სწრაფ SUV-ად, ხოლო მისი რეკორდი შეადგენდა 260
კმ/სთ–ის, რაც დღესაც კი პირველ მაჩვენებელად ითვლება.
90–იანი წლების შუაში კომპანიაში მუშაობდა 150 კაცი, რომელთა ძალისხმევითაც
BRABUS წელიწადში 500–ამდე ავტომობილს ამზადებდა. კომპანიის პოტენციალის
გათვალისწინებით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად 1999 წლისათვის
პერსონალის რაოდენობა 220 ადამიანამდე გაიზარდა. კომპანიაში ავტომობილის
აწყობა მიმდინარეობს 85 პოსტზე. BRABUS ასევე აწარმოებს ცალკეულ
აქსესუარებს, ავტომობილის მაკოპლექტებელ დეტალებს, ახორციელებს საცალო
ვაჭრობას, კომპანია დღეისათვის იკავებს 74000 კვ.მ. მოცულობის ფართობს,
ხოლო დამატებით 36000 კვ.მ. კი ეთმობა გამოსაცდელ ბაზას, სადაც მუდმივად
მიმდინარეობს BRABUS–ის პროდუქციის ტესტირება. კომპანიაში უმაღლეს დონეზეა
აყვანილი ხარისხის კონტროლი, ყველა გამოშვებული პროდუქტი აკმაყოფილებს ISO
9001 სტანდარტის მოთხოვნებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ფირმა smart-BRABUS
–იც, BRABUS–ის ფირმაში შედის, იგი ახორციელებს ტუნინგს smart–ის
ავტომობილებზე.
კომპანიის უმთავრეს სიამაყედ ითვლება პროექტი : “მგელი ცხვრის ტყავში’’,
რომლის შინაარსიც გამოიხატება იმაში, რომ ბრაბუსის მიერ განახლებული
ავტომობილები არაფრით არ განსხვავდებიან სერიული ავტომანქანებისაგან, თუმცა
მათი ძრავის თავსახურის ქვეშ ნამდვილი მხეცი იმალება, ულევი ცხენის
ძალებით.
აღსანიშნავია, რომ მართალია ბრაბუსი მერსედესის წამყვან ტუნინგ კომპანიად
ითვლება, იგი მაინც ვალდებულია გასცეს გარანტია მის მიერ დატუნინგებულ
ავტომობილებზე, სწორედ ეს ფაქტი იზიდავთ პოტენციურ მყიდველებს ამ
კომპანიაში, მიუხედავად იმისა რომ ბრაბუსის პროდუქტი 2, 2.5 ჯერ მეტი ღირს
ვიდრე მისი სერიული ანალოგი.
სტატია თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge – სათვის.
No comments:
Post a Comment