სახელით, E–class –ი მერსედესის ავტომობილები გამოდიან 1993წლიდან, მაშინ
ეს აბრევიატურა პირველად იქნა გამოყენებული და ის ასახავდა ბიზნეს კლასის
ავტომობილს. დღეისათვის უმრავლესობა ადამიანისათვის E კლასი ესაა ოთხი
მრგვალი ფარისა და ‘’კაპოტზე’’ სამქიმიანი ვარსკვლავის მქონე ავტომობილი,
თუმცა ეს მე–2 თაობის E კლასებზე შეგვიძლია ვთქვათ, დაწყებული W210 – ის
ძარადან. თუმცა ისტორია ამ მოდელისა, რომელიც საკუთარ თავში ყოველთვის
გულისხმობდა, კომფორტს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას, ძალიან
მრავლისმომცველია. პირველი ავტომანქანა ამ სერიისა იყო მოდელი W170 რომელიც
1947 წელში შეიქმნა, შემდეგი მოდელი იყო W180 და W190 ცნობილები, როგორც
“Ponton Mercedes” ამ ავტომობილების გამოშვება 1953 წელს დაიწყო და 9 წლის
განმავლობაში 468 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წარმატებული სერია
შეიცვალა ნაკლებად წარმატებული W114/115–ით. 1968 წელში პირველად გამოჩნდა E
კლასების ვერსიები დაგრძელებული თვლების ბაზითა და კუპე მოდიფიკაციებით.
1976 წელს უკვე გამოდის W123, რომელიც პირველად ე კლასების ისტორიაში
წარმოდგენილი იყო, უნივერსალის სახითაც, და ბოლოს E კლასების პირველი
თაობის ღირსეულ დასასრულს დასაბამი დაუდო, მართლაც, რომ ლეგენდარულმა
W124–მა, რომლის პრეზენტაციაც 1984 წლის ნოემბერში შედგა. ასე და ამგვარად
მთელი 5 თაობა შეიცვალა ავტომობილებისა, სანამ 1995 წელს გამოჩნდა,
მერსედესის მაქნანათმშენებლობის სრულიად ახალი იმ დროინდელი დიზაინერული
ხაზის წარმომადგენელი W210.
E კლასებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს W124, მოდელები რომლებიც 1993
წლამდე დამზადდნენ, გამორჩეოდნენ დიდი ნიშით უკანა სანომრე ნიშანთად, და
ვიწრო შავი გვერდითი მოლდინგებით. ასევე ძალიან დიდ ყირადღებას იქცევს 1
ცალი წვიმის საწმენდი ე.წ. ‘’დვორნიკი’’. W124–მა პირველად დანერგა
მერსედესის ამ კლასში დიფერენციალი ავტომატური ბლოკირების სისტემით, ე.წ.
(ASD). ასევე მოცურების საწინააღმდეგო სისტემა (ASR). და პირველად
მერსედესებს შორის სრული 4 ამძრავი თვალი მბრუნავი მომენტის ავტომატური
განაწილების ფუნქციით ე.წ. (4Matic). ასევე 1988 წლის სექტემბერს W124–ის
მყიდველებს, დამატებითი ოპციის სახით კომპანიამ შესთავაზა უსაფრთხოების
ბალიშები. ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი როგორც უსაფრთხოების ბალიშები, ისე
ABS–ი ყოველი მერსედესის საბაზისო აღჭურვილობაში შევიდა.
საკმაოდ სადა, მოხერხებული, საიმედო, და ექსპლუატაციაში მოხერხებული,
ძრავის დაუსრულებელი ექსპლუატაციის მარაგით, საკმაოდ დიდი მოცულობის
სალონით და სხვა მრავალი დამსახურებით W124–ი სამართლიანად ითვლება
მანქანათმშენებლობის 80 –ანი წლების ეტალონად. რაც შეეხება სალონს,
შემოთავაზებული იყო 7 სახის სალონი, სავარძლები გობელენის ან ტყავის
ზედაპირით, საკმაოდ მოსახერხებელი წინა სკამების ელექტრონული რეგულირების
სისტემა, დისტანციურად მართვადი ე.წ. უკანა ‘’პადგალოვნიკები’’,
მოსახერხებელი უსაფრთხოების ღვედები. ყურადღებას იქცევს ძარის ჰერმეტულობა
და შესანიშნავი ხმის იზოლაცია. ამ ყოველივესთვის კი იხდიდნენ ისინი,
ვისთვისაც კომფორტი და უსაფრთხოები უპერველესია ავტომობილით მგზავრობის
დროს. ასევე საბარგულიც საკმაოდ კარგად იყო განათებული.
1989 წლის აგვისტოში მოხდა W124–ის რესტაილინგი, იგი აღიჭურვა განიერი ე.წ.
პლასტმასის ზედნადებებით (ნაკლადკებით) კარებებზე, და ძარაზე ქრომირებული
მოლდინგებით. პირველად გამოჩნდა მერსედესის ბამპერებზე და კარების
სახელურებზე ქრომი. შეიცვალა ფარების შუშაც. სალონში გამოთავისუფლდა მეტი
ადგილი, გაუმჯობესდა სავარძლები და სალონში სულ უფრო მეტად იქნა
გამოყენებული ძვირფასი ხის მასალა. ამ წლებში ასევე W124–ზე პირველად იქნა
გამოყენებული ძრავები ელექტრონული კვებისა და დაქოქვის სისტემებით.
ამდენად მორიგი მოდერნიზაციის შედეგად W124–ი 1993 წლის ბოლოსათვის
გამოჩნდა პირველი Е კლასი, რომელიც დღესაც რჩება, პრემიუმ კლასის, საკმაოდ
პრესტიჟულ ავტომობილად. 1993 წლისათვის მერსედესმა დანერგა ინდექსაციის
ახალი სტანდარტები, რის შედეგადაც, "200Е", "220Е" და ა.შ. მოდელებს
შეეცვალათ ინდექსები და ისისნი გახდნენ : "Е200", "Е220", "Е280". ასო, Е
ძრავის სერიის წინ უკვე იქცა მოდელის აღმნიშვნელ ინდექსათ. Е – 1993 წლიდან
ეს უკვე Е–კლასის აღმნიშვნელი სიმბოლოა ხოლო შემდეგი რიცხვები კი ძრავის
მოცულობას აღნიშნავენ.
მერსედეს Е –კლასი W124 მოდელი არის ერთ–ერთი პირველი ავტომობილი, რომელმაც
თავის მყიდველს შესთავაზა უამრავი ძრავის მოდიფიკაციები დაწყებული 4
ცილინდრიანი ძრავებიდან და დამთავრებული 8 ცილინდრიანი V ტიპის ძრავებით.
ყველაზე უბრალოდ მიიჩნევა М111 –ის სერია : Е200 136(ც.ძ.) და Е220
150(ც.ძ.) ძრავები, რომლებიც ექსპლუატაციაშიც და რესურსითაც ყველაზე უფრო
გამოირჩევიან.
შემდგომ უკვე მოდის M104–ის სერიის ძრავები, განასხვავებენ: Е280" (193
ც.ძ.) და "Е320" (220 ც.ძ.)–ტიპიური მერსედესის მყუდროობა მგზავრობისას და
არანაირი ზედმეტი ხმა, მაშინაც კი როდესაც მანქანა სრულად დატვირთულია.
თუმცა ეს ძრავები საკმაოდ ხარჯიანი იყო და საშუალოდ ქალაქში 17.0 ლიტრს
მოიხმარდნენ 100 კმ–ზე. რესურსი ამ ძრავებსაც თითქმის ულევი ჰქონდათ.
სისწრაფის მოყვარულთათვის გამოვარჩევ М119– სერიის V8 ტიპის 4.2 ძრავს, 279
ცხენის ძალით. თუმცა ეს ძრავი ერთ–ერთი ყველაზე საიმედო იყო, მაგრამ
საშუალოდ 20 ლიტრამდე მოიხმარდა ბენზინს, თუმცა ადრენალინის გამომუშავების
100%–იან გარანტიას ქმნიდა მისი მფლობელისათვის.
და ბოლოს უნდა აღვნიშნო 124 –ის უმაღლესი წვერო – Е500, ლეგენდარული
ავტომობილი, მრავალი კოლექციონერის ჯერ კიდევ აუსრულებელი ოცნება,
დაუჯერებლად საიმედო და სწრაფი სედანი. საბაზისო მოდელისაგან Е500
მერსედესი გამოირჩევა: წინა ფარების უკეთესი განლაგების, ჭრილების
სისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ფართოდ დაბერილი წინა და უკანა
თვლების არკებით, უმაღლესი დონის მდიდრული სალონითა და სპორტული
სავარძლებით. Е500, აღჭურვილი იყო М117 სერიის V8 ტიპის 5 ლიტრიანი ძრავით,
რომელიც გამოიმუშავებდა 326 ცხენის ძალას, და 0-იდან 100 კმ/საათამდე
აჩქარებას მხოლოდ 6.1 წამს ანდომებდა, რაც 1993 წლის სედანისთვის საკმაოდ
შთამბეჭდავი შედეგია. ამ მოდელის აწყობაში კონვეირზე მონაწილეობას იღებდა
ისეთი ცნობილი სპორტული ავტობრენდი, როგორიც პორშეა. ხოლო
‘’თავზეხელაღებულთათვის’’, რომლებსაც სიჩქარის წყურვილი კლავდათ
შეთავაზებული იქნა "Е60 AMG" ვერსია, ექვსლიტრიანი V8 ტიპის ძრავით,
რომელიც 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0–იდან 100 კილომეტრამდე
აჩქარებას 5.4 წამს ანდომებდა. თუმცა ეს მოდელი გერმანიაშიც კი იშვიათობას
წარმოადგენდა. მერსედესის ტრადიციების გათვალისწინებით ორივე მოდელი :
Е500–იცა და Е60 AMG–იც აღჭურვილი იყო ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
ამდენად ასე დასრულდა ლეგენდა და 1995 წელს W124 უკვე W210 –ით შეიცვალა,
თუმცა მრავალი ავტომოყვარულის გულში და მათ შორის ჩემშიც W124 კვლავაც
რჩება საოცნებო მანქანად, მანქანათმშენებლობის ეტალონად.
სტატია თარგმნა და მოამზადა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge – სათვის.
No comments:
Post a Comment